შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეიყვანეთ ქვემოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. პაროლის შეცვლის მოთხოვნა და რეგისტრაციის მონაცემები გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე

რეგისტრაცია

პერსონალური მონაცემები

დაბადების თარიღი *
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო

პერსონალიზებული

ხელით შესრულებული ინდივიდუალური გრავიურა
და პერსონალიზებული საათები

აღმოაჩინეთ პერსონალიზებული სამკაულების, აქსესუარებისა და საათების სამყარო „ქრონოგრაფთან“ და მაღალი კლასის ბრენდებთან ერთად. დაამშვენეთ ხელმოწერით თქვენი მოდური და ძვირფასი ნაკეთობები.

„ქრონოგრაფის“ ხარისხი და მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომასა და სარწმუნო გამოცდილებას პირველივე კონსულტაციიდან საბოლოო პროდუქტამდე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მეშვეობით არის შექმნილი და ადასტურებს, რომ ხელნაკეთი ნივთები ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ადამიანი.

წამყვან მესაათეებს ხელეწიფებათ, შეამკონ საათის თითოეული ნაწილი, სადაც კი ასეთი სამუშაოს ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია, შერჩეული მოტივებისა და გრავიურის ტექნიკის მიუხედავად. სწორედ ამიტომაა, რომ ციფერბლატები, კიდეები, კორპუსები, ბეზელები და რკალები, უმთავრესად, დეკორირებულია. ასევე ნებისმიერ კლიენტს შეუძლია თავისი საათის პერსონალიზება სახასიათო დეკორაციით და თავისი უნიკალური საათის შექმნა.

გრავიურის თვალსაზრისით, საათის ან სამკაულის ინდივიდუალიზების შესაძლებლობები ამოუწურავია: მარტივი ტექსტი, სახელის ინიციალები და თარიღი ან, საათების შემთხვევაში, დეკორატიული მოტივები თუ ფიგურალური გრავიურა - აი, ზოგიერთი შესაძლო ვარიანტი თუ თემა...

სილამაზე არ ნიშნავს დასრულებულობას. ეს მხოლოდ  თქვენი ინდივიდუალურობის ზეიმია.

    chronograph.ge იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies), Chronograph.ge გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენი მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკას