არასწორი მონაცემებია, მოგვიანებით სცადეთ

საათები სამკაულები აქსესუარები

სერვის ცენტრი

სერვისი და

ტექნიკური მომსახურება

დროთა განმავლობაში ბუნებრივი ცვეთის შემთხვევაში, ბუტიკი „ქრონოგრაფი“ ახორციელებს საათების რემონტსა და რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, თქვენი საათის მომსახურების ვადის გასახანგრძლივებლად.

გთავაზობთ „ქრონოგრაფის“ შემოთავაზებული ფართო სპექტრის სერვისების ჩამონათვალს:

o     ელემენტის შეცვლა

o     დაკალიბრება და დარეგულირება

o     ულტრაბგერითი წმენდა

o     თასმები და სამაჯურები

o     წყალმედეგობის ტექნიკური მომსახურება

ე ლ ე მ ე ნ ტ ი ს    შ ე ც ვ ლ ა

გთავაზობთ ელემენტის უფასოდ შეცვლას ქრონოგრაფში შეძენილ საათებზე. ამავდროულად, ტარდება წყალმედეგობის ტესტი გაჟონვის აღმოსაჩენად, რომელიც ელემენტის შეცვლის პროცესშივე აღმოიფხვრება.

დ ა კ ა ლ ი ბ რ ე ბ ა  დ ა  დ ა რ ე გ უ ლ ი რ ე ბ ა

„ქრონოგრაფის“ პერსონალი დაარეგულირებს საათის ზომას, მიუხედავად იმისა, სად არის ის შეძენილი. „ქრონოგრაფში“ შეძენილი ნებისმიერი საათისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა.

უ ლ ტ რ ა ბ გ ე რ ი თ ი   წ მ ე ნ დ ა

ჩვენი თანამედროვე აპარატურა საგულდაგულოდ გაასუფთავებს თქვენი საათის სამაჯურსა და ბალთას.

თ ა ს მ ე ბ ი   დ ა   ს ა მ ა ჯ უ რ ე ბ ი

„ქრონოგრაფი“ წარმოგიდგენთ შესაცვლელი თასმებისა და სამაჯურების ფართო არჩევანს. თუ თქვენთვის სასურველი ნივთი მაღაზიაში არ აღმოჩნდება, შესაძლებელია მისი სპეციალურად შეკვეთა ჩვენი გაყიდვების გუნდის მეშვეობით.

წ ყ ა ლ მ ე დ ე გ ო ბ ა   დ ა   ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი  მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ა

შუასადებისა და პლომბის შეცვლა და დაზეთვა გარანტირებულ წყალმედეგობას უზრუნველყოფს.

 

ს ა ა თ ე ბ ი ს   შ ე კ ეთ ე ბ ა

თუ თქვენი საათი რაიმე მიზეზის გამო არ მუშაობს, „ქრონოგრაფს“ აქვს გამოცდილება, აღმოფხვრას ეს პრობლემა, მხოლოდ ორიგინალური ქარხნული ნაწილების გამოყენებით.

 

გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალს:

o    მექანიკური საათების განმაგნიტება

o    სრული კაპიტალური რემონტი

o    5-წერტილოვანი შემოწმება

 

 

მ ე ქ ა ნ ი კ უ რ ი   ს ა ა თ ე ბ ი ს   გ ა ნ მ ა გ ნ ი ტ ე ბ ა

თუ მექანიკური საათის მუშაობას აფერხებს მაგნიტური ველების ზემოქმედება, ქრონოგრაფი უფასოდ შეამოწმებს და, საჭიროების შემთხვევაში, მაგნიტური ველის ინვერსიის წყალობით, აღადგენს საათის ნორმალურ ფუნქციას.

ს რ უ ლ ი    კ ა პ ი ტ ა ლ უ რ ი   შ ე კ ე თ ე ბ ა

განაახლეთ თქვენი საათი თავისი ორიგინალური ქარხნული სპეციფიკაციების შესაბამისად და გაახანგრძლივეთ მისი მომსახურების ვადა დაშლითი წმენდით, მექანიზმის გაახლებითა და საათის ქრონომეტრირების გაუმჯობესებით. მექანიკური საათების უმრავლესობას სრული ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება ყოველ 3-5 წელიწადში, რაც ბრენდის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

 

5 - წ ე რ ტ ი ლ ო ვ ა ნ ი   შ ე მ ო წ მ ე ბ ა

უფასო 5-წერტილოვანი შემოწმება ტარდება საათების ნებისმიერი სარემონტო მომსახურებისას. შემოწმება მოიცავს:

 

o    წყალმედეგობის შემოწმებას

o    ელექტრონიკის ზემოქმედებით გამოწვეული დამაგნიტებულობის შემოწმებას, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საათის ქრონომეტრირებაზე

o    თასმებზე სარჭების შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეცვლას

o    სამაჯურების შემოწმებას და ჭანჭიკების მოჭერას ან შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში

o    მთლიანი საათის რბილი ნაჭრით გაწმენდას

 

უფასოა*     ბატარეის შეცვლა, თუ თქვენი საათი „ქრონოგრაფში“ არის შეძენილი

* შესაძლებელია მხოლოდ წელიწადში ერთხელ