სერვისი და
ტექნიკური მომსახურება
დროთა განმავლობაში ბუნებრივი ცვეთის შემთხვევაში, ბუტიკი „ქრონოგრაფი“ ახორციელებს საათების რემონტსა და რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, თქვენი საათის მომსახურების ვადის გასახანგრძლივებლად.
გთავაზობთ „ქრონოგრაფის“ შემოთავაზებული ფართო სპექტრის სერვისების ჩამონათვალს:
o ელემენტის შეცვლა
o დაკალიბრება და დარეგულირება
o ულტრაბგერითი წმენდა
o თასმები და სამაჯურები
o წყალმედეგობის ტექნიკური მომსახურება
ე ლ ე მ ე ნ ტ ი ს შ ე ც ვ ლ ა გთავაზობთ ელემენტის უფასოდ შეცვლას ქრონოგრაფში შეძენილ საათებზე. ამავდროულად, ტარდება წყალმედეგობის ტესტი გაჟონვის აღმოსაჩენად, რომელიც ელემენტის შეცვლის პროცესშივე აღმოიფხვრება. |
დ ა კ ა ლ ი ბ რ ე ბ ა დ ა დ ა რ ე გ უ ლ ი რ ე ბ ა „ქრონოგრაფის“ პერსონალი დაარეგულირებს საათის ზომას, მიუხედავად იმისა, სად არის ის შეძენილი. „ქრონოგრაფში“ შეძენილი ნებისმიერი საათისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა. |
უ ლ ტ რ ა ბ გ ე რ ი თ ი წ მ ე ნ დ ა ჩვენი თანამედროვე აპარატურა საგულდაგულოდ გაასუფთავებს თქვენი საათის სამაჯურსა და ბალთას. |
თ ა ს მ ე ბ ი დ ა ს ა მ ა ჯ უ რ ე ბ ი „ქრონოგრაფი“ წარმოგიდგენთ შესაცვლელი თასმებისა და სამაჯურების ფართო არჩევანს. თუ თქვენთვის სასურველი ნივთი მაღაზიაში არ აღმოჩნდება, შესაძლებელია მისი სპეციალურად შეკვეთა ჩვენი გაყიდვების გუნდის მეშვეობით. |
წ ყ ა ლ მ ე დ ე გ ო ბ ა დ ა ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ა შუასადებისა და პლომბის შეცვლა და დაზეთვა გარანტირებულ წყალმედეგობას უზრუნველყოფს. |
ს ა ა თ ე ბ ი ს შ ე კ ეთ ე ბ ა
თუ თქვენი საათი რაიმე მიზეზის გამო არ მუშაობს, „ქრონოგრაფს“ აქვს გამოცდილება, აღმოფხვრას ეს პრობლემა, მხოლოდ ორიგინალური ქარხნული ნაწილების გამოყენებით.
გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალს:
o მექანიკური საათების განმაგნიტება
o სრული კაპიტალური რემონტი
o 5-წერტილოვანი შემოწმება
მ ე ქ ა ნ ი კ უ რ ი ს ა ა თ ე ბ ი ს გ ა ნ მ ა გ ნ ი ტ ე ბ ა თუ მექანიკური საათის მუშაობას აფერხებს მაგნიტური ველების ზემოქმედება, ქრონოგრაფი უფასოდ შეამოწმებს და, საჭიროების შემთხვევაში, მაგნიტური ველის ინვერსიის წყალობით, აღადგენს საათის ნორმალურ ფუნქციას. |
ს რ უ ლ ი კ ა პ ი ტ ა ლ უ რ ი შ ე კ ე თ ე ბ ა განაახლეთ თქვენი საათი თავისი ორიგინალური ქარხნული სპეციფიკაციების შესაბამისად და გაახანგრძლივეთ მისი მომსახურების ვადა დაშლითი წმენდით, მექანიზმის გაახლებითა და საათის ქრონომეტრირების გაუმჯობესებით. მექანიკური საათების უმრავლესობას სრული ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება ყოველ 3-5 წელიწადში, რაც ბრენდის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
|
5 - წ ე რ ტ ი ლ ო ვ ა ნ ი შ ე მ ო წ მ ე ბ ა
უფასო 5-წერტილოვანი შემოწმება ტარდება საათების ნებისმიერი სარემონტო მომსახურებისას. შემოწმება მოიცავს:
o წყალმედეგობის შემოწმებას
o ელექტრონიკის ზემოქმედებით გამოწვეული დამაგნიტებულობის შემოწმებას, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საათის ქრონომეტრირებაზე
o თასმებზე სარჭების შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეცვლას
o სამაჯურების შემოწმებას და ჭანჭიკების მოჭერას ან შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში
o მთლიანი საათის რბილი ნაჭრით გაწმენდას
უფასოა* ბატარეის შეცვლა, თუ თქვენი საათი „ქრონოგრაფში“ არის შეძენილი
* შესაძლებელია მხოლოდ წელიწადში ერთხელ