შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეიყვანეთ ქვემოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. პაროლის შეცვლის მოთხოვნა და რეგისტრაციის მონაცემები გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე

რეგისტრაცია

პერსონალური მონაცემები

დაბადების თარიღი *
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო

გარანტიის პირობები

საგარანტიო პირობები

1.                  საათზე გაცემული გარანტია ვრცელდება მხოლოდ საათის მექანიზმზე, გარანტია არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ:

1.1.            დეფექტი გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის შედეგად;

1.2.            საათის ჩარჩოზე, მინაზე, სამაჯურზე, ჯაჭვზე, ყუთზე ან/და რაიმე სხვა აქსესუარზე მიყენებულია ნებისმიერი სახის დაზიანება (მაგ: დაზიანება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საგზაო შემთხვევით, საათის დაუდევარი ან არასწორი გამოყენებით ან/და სხვა მიზეზით);

1.3.            წყლიან გარემოში საათის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული დაზიანებების შემთხვევაში;

1.4.            საათის მოსამართი გვირგვინის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში (მაგ.: მოსამართი გვირგვინის  გატეხვის, ამოვარდნის, გაჭედვის, გატყდომის ან/და ა.შ.);

1.5.            მინისთვის მიყენებული ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში;

1.6.            არალიცენზირებული ელემენტის   გამოყენების შემთხვევაში;

1.7.            შპს "ვოჩ ვორლდი“-ს მესაათის  გარდა, სხვა მესაათის მიერ განხორციელებული  ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში; 

1.8.            საათის ან საათის სამაჯურის არასათანადო გამოყენებით გამოწვეული   ცვეთის   შემთხვევაში. მაგალითად, სუნამოებთან, სხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ან ქიმიურ ელემენტებთან კონტაქტის შედეგად გამოწვეული დაზიანებები;

1.9.            საათის სერიული ნომრის ან ნებისმიერი   სხვა შემადგენელი ნაწილის წაშლის ან შეცვლის შემთხვევაში;

1.10.        საათის დაუდევრული მოპყრობით გამოწვეული დაზიანებების  შემთხვევაში;

გარანტიის მოქმედების პერიოდში საათის ელემენტის შეცვლა ხორციელდება უფასოდ - შპს “ვოჩ ვორლდი”-ს მესაათის მიერ.

მომსახურების ცენტრში მიმართვისას უნდა წარმოადგინოთ საათის შეძენისას გადმოცემული საგარანტიო დოკუმენტი (სერთიფიკატი).

 

საათის მოვლა:

1.      საათის წყალგამძლეობა პერიოდულად   უნდა შემოწმდეს (სულ მცირე წელიწადში ერთხელ) ლიცენზირებულ მომსახურების ცენტრში;

2. საათის ტარებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ საათის მოსამართი გვირგვინი ნულოვან პოზიციაშია (ანუ შეწეული), ხოლო თუ ის ხრახნიანია, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ჩახრახნულ მდგომარეობაშია; 

3.      არ არის რეკომენდირებული საათის ტარება მარილიან და ქლორიან წყალში (განსაკუთრებით ოქროს მოდელების);

 

საათი არ ექვემდებარება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს (ცხელიდან მკვეთრად ცივზე გადასვლა, ან პირიქით) ან ძალიან ცხელ (+ 60C) და ცივ (-0˚C) ტემპერატურათა ზემოქმედებას (გარდა კონკრეტული მოდელებისა).

საათი არ ექვემდებარება მაგნიტური ველების ზემოქმედებას, როგორიცაა მეტალოდეტექტორები ან ელექტრომაგნიტური ტექნიკა. ამან შეიძლება დააზიანოს თქვენი საათის მექანიზმი (გარდა კონკრეტული მოდელებისა).

 

ელემენტები

საათის ელემენტის ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 5 წელი, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია საათის კონკრეტულ მოდელზე, ზომასა და მისი ფუნქციური დატვირთის სიხშირეზე.

თუ წამზომი ციმციმებს 4 წამში ერთხელ, ეს მიუთითებს ელემენტის უვარგისობაზე. ამ შემთხვევაში   დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ მომსახურების ცენტრს.

     

ტყავის სამაჯური  

საათის ტყავის სამაჯურის კარგ მდგომარეობაში შენახვისათვის, საჭიროა ის მოარიდოთ:

·         წყალს და ტენიანობას;

·         მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას, სამაჯურის გახუნების    თავიდან აცილების მიზნით;

·         ცხიმის შემცველ   მასალებს და კოსმეტიკურ  საშუალებებს;

 

საათის სამაჯურზე გარანტია არ მოქმედებს.

     

ტექნიკური მომსახურება

ტექნიკური მომსახურების სიხშირე დამოკიდებულია საათის მოდელზე, კლიმატურ პირობებზე და ასევე საათის მოხმარების კულტურაზე (დაუდევრობით, გაუფრთხილებლობით და უყურადღებობით გამოწვეული დაზიანებები).   

მიზანშეწონილია, რომ საათის სრული ტექნიკური შემოწმება   განხორციელდეს 3-5 წელიწადში ერთხელ.

 

სამკაულების და აქსესუარების შემთხვევაში გარანტია ვრცელდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში.

    chronograph.ge იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies), Chronograph.ge გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენი მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკას