დაბრუნების პოლიტიკა
1. დაბრუნების პირობები:
1.1. “ვოჩ ვორლდი“ პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესების დაცვით:
2. დაბრუნების წესი და საგამონაკლისო პირობები
2.1. პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ Chronograph.ge-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის/ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ჩვენი ელ. ფოსტის მისამართზე: info@chronograph.ge
2.3. პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.4. თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, “ვოჩ ვორლდი“ უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს “ვოჩ ვორლდი“ საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ჩვენი მხრიდან;
2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:
2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;
2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით.
3. ანაზღაურების წესი:
3.1. “ვოჩ ვორლდი“ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი ან/და სხვ.);
3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) .
3.1.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).
3.1.5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ აანაზღაუროს პროდუქტის ღირებულება.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, შემძენის/მომხმარებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.3. “ვოჩ ვორლდი“ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.
4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
4.1. “ვოჩ ვორლდი“ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
o პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
o პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
o პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.
5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:
5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით;
5.2. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
5.3. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელმა აღნიშნული სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. ამ პერიოდში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ამ პროდუქტის უსაფრთხოება. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ან/და დაარღვიოს პროდუქტის სასაქონლო იერსახე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს/შეცვალოს შესაბამისი პროდუქტი.
5.4. თუ პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და Chronograph.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) ჩვენ ვუზრუნველყოფთ, სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით,
5.5. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).