

The House of Bregeut (ბრეგეს სახლი) 1775 წელს აბრაამ-ლუი ბრეგემ დააარსა. ამ ბრენდს საათების სამყაროში განსაკუთრებული და უნიკალური ადგილი უჭირავს. თავის დროზე ბრეგე ყველაზე ნაყოფიერ შემქმნელად აღიარეს. მას ეკუთვნის ტურბილონის, გონგის ზამბარის, ანტი-შოკური “პარა-შუტის” და ბრეგეს ბალანსის ზამბარის შექმნა. სწორედ ამ ქმნილებების გამო აბრაამ-ლუი ბრეგე ევროპის არაერთ სამეფო დარბაზში იყო აღიარებული მისი კრეატიულობისა და ნიჭისთვის. დღეს ბრეგეს სახლის ხელოვანები აგრძელებენ ბრენდის მდიდარ ისტორიას და ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს ქმნიან.