

Giovanni Ferraris 1985 წელს დაარსდა და დღეს მათი გამოცდილება, წარმოსახვა და ხარისხი საოცრად ეკლექტურ კოლექციებში ერთიანდება. ორიგინალურობისა და განსხვავებულობის სიყვარული ამ ბრენდს პირველივე წლებში ემჩნეოდა. მაშინ ჯოვანი ფერარისმა თავისი ნიჭი სამკაულებს მიუძღვნა, დაიწყო საკითხის კვლევა და ექსპერიმენტების ჩატარება. სწორედ ასე გრძელდება დღემდე და ბრენდი იმავე იდეალებს მიჰყვება და მომავალშიც იგივე გაგრძელდება. Giovanni Ferraris ინარჩუნებს ავთენტურ იტალიურ ტრადიციას, საუკეთესო ხარისხსსა და უდიდეს კრეატიულობას.