ბრენდი APM მონაკოში 1982 წელს შეიქმნა და დამფუძნებლის, არიან პრეტეს სახელი ეწოდა. APM ერთი ოჯახის კუთვნილი ბიზნესია და მონაკოს კრეატიულობასთან, მოდასთან და ელეგანტურობასთან ასოცირდება. ეს ბრენდი ყოველთვის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა, ამიტომაც მას ხშირად ირჩევენ თანამედროვე და მდიდრული სამკაულების მოყვარულები. 30 წლის განმავლობაში ტრადიციული, ხელნაკეთი და მაღალი ხარისხის სამკაულების შექმნის შემდეგ, 2011 წელს APM-მა გადაწყვიტა დიზაინზე ორიენტირებული ვერცხლის სამკაულების გამოშვება დაეწყო. სწორად ასე აგრძელებს ბრენდი არიან პრეტეს მემკვიდრეობას. მათი მიზანია APM იყოს თანამედროვე, არ ჩამორჩეს ახლანდელ ტრენდებს, მაგრამ ამავდროულად დროსაც გაუძლოს.