“ოკეანის სიღრმეებში, მაცდური ოცნება არსებობს,
რომელიც ტალღებთან ერთად მღერის.
აქ, სირინოზებიც ჯადოსნურ ამბავს გვიყვებიან.”
მოემზადეთ ახალი საიუველირო სამყაროს აღმოსაჩენად. Chronograph-ის პორტფელს, ხელმისაწვდომი პრემიუმ ოქროს სამკაულების ბრენდი - BLŪRE შეემატა, რომელიც ძვირფასი სამკაულების ხელოვნებას თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.
BLŪRE – სილამაზისა და სიძლიერის შერწყმის ემოციურ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც თითოეულ კოლექციაშია გამოხატული. ბრენდის კონცეფცია და დიზაინი ოკეანის სიღრმით და სირინოზების მისტიკური ხიბლითაა შთაგონებული. BLŪRE -ის სამკაულში ფემინური ენერგია იმალება, რომელიც ერთდროულად მიმზიდველი, იდუმალი და მომაჯადოებელია. ამ სიღრმეს კი მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც სილამაზეს ზედაპირზე არ ეძებს. სწორედ ამიტომ ბრენდის კოლექციებში შეგხვდებათ ისეთი ელემენტები, რომლებიც ქალებში ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სიმტკიცეს და სიძლიერეს გამოხატავენ.
BLŪRE -ის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთია, რაც მათ უნიკალურობას და განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს. ყველა დეტალი გამორჩეული ტექნიკით და ყურადღებით მზადდება, რათა ყველა ქალბატონმა შეიგრძნოს ის ემოციები რაც ამ სამკაულების შექმნაშია ჩაქსოვილი.
BLŪRE -ის ენერგია სამყაროში სიღრმისეულ განცდებს ასხივებს, რაც თითოეული ნამუშევრის ემოციურ სიმბოლიკას ცხადყოფს. სწორედ ამიტომ ეს სამკაული გარშემომყოფებზე ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც შეუმჩნეველი არასდროს რჩება.
თავად აღმოაჩინეთ BLŪRE -ის კოლექცია ქრონოგრაფში და შეიგრძენით საიუველირო ხელოვნების ახალი, უსაზღვრო ჰორიზონტი.