Chronograph-ს საინტერესო სიახლე აქვს! ის წარმოგიდგენთ კოლაბორაციას შვეიცარიულ ლუქსბრენდთან Chopard. პარტნიორობა ხაზს უსვამს საერთო ღირებულებებსა და შემოქმედებით ხედვას ქართულ ბრენდსა და გლობალურ მოთამაშეს შორის.
![]() |
სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა შარფების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობით არის შთაგონებული და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან. დიზაინის მთავარ ელემენტებს წარმოადგენს XI საუკუნის კაცხის ტაძრის ორნამენტი და ქართული არქიტექტურის, ხელოვნებისა და ისტორიის მნიშვნელოვანი სიმბოლოები, როგორებიცაა: დადიანების სასახლის არისტოკრატიული ელეგანტურობა, თუშური კოშკების არქაული სიმტკიცე, სვანეთის კოშკების სიდიადე და სხვა, საქართველოს კულტურისთვის დამახასიათებელი კომპოზიციები. კოლექციას ოთხი ვარიაცია აქვს, რომლიდანაც თითოეული მხოლოდ 70 მოდელითაა წარმოდგენილი. მათი ფერთა გამა ასახავს ტრადიციულ ქართულ ქსოვილებსა და შუა საუკუნეების არქიტექტურას, რაც პროექტს კულტურულ ღირებულებას სძენს. ამასთან, შარფებზე დატანილია წარწერა „საქართველო – Sakartvelo“, რაც Chronograph-ის ავთენტურობას კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო ასპარეზზე. წარწერა სპეციალურად არ ითარგმნა, რათა ყველამ შეძლოს მისი სწორად წაკითხვა. |
ბრენდული პარტნიორობა Chronograph-სა და Chopard-ს შორის მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება დიზაინი, მემკვიდრეობა და ბიზნესხედვა გაერთიანდეს და იქცეს ღირებულ პროდუქტად, რომელსაც როგორც ლოკალური, ისე გლობალური ბაზარი პოზიტიურად აღიქვამს. კოლექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Chronograph-ის სივრცეებში და განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს კულტურაზე დაფუძნებულ პრემიუმპროდუქტებს. თითოეული შარფი მოგზაურობაა დროის განზომილებაში, სადაც ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. |
![]() |