შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეიყვანეთ ქვემოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. პაროლის შეცვლის მოთხოვნა და რეგისტრაციის მონაცემები გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე

რეგისტრაცია

პერსონალური მონაცემები

დაბადების თარიღი *
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო

სიახლეები

დამოუკიდებელი საქართველო - მონტეგრაპას ლიმიტირებული კოლექცია

09 Jul 2021

ქრონოგრაფისა და იტალურ ბრენდ Montegrappa-ს კოლაბორაციით, შეიქმნა კალამი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს აცოცხლებს.

103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თუმცა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, თითქმის სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

სწორედ ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერიდან 30 წლის თავზე, შეიქმნა კალმების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც აერთიანებს უმნიშვნელოვანეს ამონარიდებს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის დოკუმენტიდან.

კალამზე დატანილია საქართველოს გერბიც და ის სიმბოლური დეტალები, რაც  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთანაა დაკავშირდებული. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი გვაბრუნებს წარსულში და გვახსენებს იმ ურთულეს გზას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლო.

თითოეული კალამი დანომრილია და მაღაზია ქრონოგრაფში შეზღუდული რაოდენობით, სიმბოლურად მხოლოდ 30 ერთეულითაა წარმოდგენილი.

სიახლეები

    chronograph.ge იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies), Chronograph.ge გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენი მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკას