შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეიყვანეთ ქვემოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. პაროლის შეცვლის მოთხოვნა და რეგისტრაციის მონაცემები გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე

რეგისტრაცია

პერსონალური მონაცემები

დაბადების თარიღი *
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო
უნდა იყოს 8 ან მეტი სიმბოლო

სიახლეები

Jaquet Droz-სა და რუსუდან ფეტვიაშვილის ექსკლუზიური პროექტი

05 Jul 2022

მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გავმხდარიყავით ინიციატორი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა შვეიცარული და ქართული კულტურა, სამ საუკუნოვანი ისტორიის მქონე საათების მწარმოებელ ბრენდ Jaquet Droz-სა და საქართველოში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და გამორჩეულ მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს შორის.

პირველი პროექტის იდეა დაიბადა 2019 წელს. იდეის შედეგად რუსუდან ფეტვიაშვილმა ექსკლუზიური პროექტის ფარგლებში Jaquet Droz-ს მაჯის საათის ციფერბლატისთვის შექმნა ნახატი „ქალი ფრინველით“, რომელიც შვეიცარიაში Jaquet Droz-ს სპეციალისტების მიერ „Grand Feu” ემალიზაციის ტექნიკის გამოყენებით საათის ციფერბლატზე იქნა დატანილი, 2019 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა მხოლოდ ერთი უნიკალური მოდელი.

2022 წელს კი ჩვენი განახლებული ინიციატივით და გამომდინარე იქიდან, რომ Jaquet Droz-სთან ასეთი ტიპის ექსკლუზიური თანამშრომლობა იქნება ბოლო, ერთობლივი ძალებით გადავწყვიტეთ კვლავ რუსუდან ფეტვიაშვილთან ერთად შეგვექმნა სამი მაჯის საათი, სამი სხვადასხვა სახელწოდებით: ძლიერება, მუდმივობა და მთვარის შუქზე.

 

ძლიერება

ძლიერება, დინამიკა და სიბრძნის წყურვილი რომელსაც ესწრაფვი

 

მუდმივობა

ერთიანობა გულს სიხარულით და სიმშვიდით ავსებს, შენ ძლიერი ხარ

 

მთვარის შუქზე

მთვარის შუქზე ბედნიერება, ოცნებასა და ჰარმონიას უთმობ სივრცეებს

სიახლეები

    chronograph.ge იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies), Chronograph.ge გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენი მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკას